logo_geo
რა შეუსწორა ქართველ ისტორიკოსს სტალინმა
- +

26 სექტემბერი. 2017. 23:37


„როდესაც ოთახში შევედით", - იგონებს ნიკო ბერძენიშვილი, - „ჩვენი წიგნი მაგიდაზე ედო და ფურცლავდა. გულთბილი მისალმების შემდეგ გვითხრა:

 

„თქვენს წიგნზე შენიშვნები მაქვს. ორი ძირითადი შენიშვნა":

 

„სრულყოფილი არ არის საწყისი თავი, მეტი გაბედულება და გარკვეულობაა საჭირო ქართველთა ნათესაობა-წარმოშობა - შესახებ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან, ურარტუელებთან... ბერძნები გვიან მოვიდნენ, ეგვიპტელები მათ რაზბოინიკებს უწოდებდნენ, ყველაფერი ეს შესასწავლია.... მეტი გაბედულებაა საჭირო. ზედმეტი პიეტეტი გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ, სომხები გვიან მოვიდნენ, ურარტუ დაიკავეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეუერთდნენ. ირანის ხელში საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელში - გათურქება. რუსეთი, მართალია, ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში - უმცირესი ბოროტება...

 

ქართველი უფრო მეტის შემცველია, ვიდრე ეს ჩვენ მიგვაჩნია, უფრო ფართო, ვიდრე ქართ-ზანურ-სვანური. ეს ცნება უნდა გაფართოვდეს, როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, აგრეთვე, ადრინდელი საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც", - იოსებ სტალინი.


1945 წლის 20 ოქტომბერი მაცესტის აგარაკი.




წყარო: საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს განხილვა.

ავტორი (სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი)


 

big_banner
არქივი