logo_geo
ზაზა სიამაშვილი: 8 რექტორი გამოიცვალა უნივერსიტეტმა, 8-დან 6 დახვრიტეს, დიდი ივანე გადარჩა
- +

12 ნოემბერი. 2019. 01:40



18 ნოემბერს, ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 79 წელი სრულდება. მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროფესორი ზაზა სიამაშვილი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: დიდი ივანეს გამოსახულებით ბევრი ფოტო თუ ნახატი არსებობს, მე ეს განაკუთრებით მომწონს...

დიდი ივანე რომ გაანთავისუფლეს რექტორობიდან, რვა რექტორი გამოიცვალა უნივერსიტეტმა!(!) და ამ რვიდან ექვსი დახვრიტეს, - დიდი ივანე გადარჩა! ახლა ვკითხულობ, - რა გვაკავშირებს ამ დიდ ადამიანთან?! კავკასიაში უპირველესი უნივერსიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში თეთრ ტაძრად იყო მიჩნეული, დღეს გაქრობის პირასაა!

18 ნოემბერს 79 წელი ხდება მისი გარდაცვალებიდან. წავიდა უჩუმრად, როგორც ,,ჭიანჭველა პატარა, რომელიც ეპოტინება დიდ მარცვალს” - ასე აფასებდა ის თავის თავს! ნათელში იყოს....“.   

 

 

 

big_banner
არქივი