logo_geo
თბილისის აბანოები ჩამოსული გლეხებისთვის სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა
- +

12 იანვარი. 2020. 21:26

 

ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება როდი ჰქონიათ. ისინი გარკვეულად საზოგადოებრივ დანიშნულებას ასრულებდნენ.

 

იოსებ გრიშაშვილი წერდა: "წინათ, აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ, ჩამოსული გლეხებისთვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი განბან-გასპეტაკებულს, 2 შაურად მთელს ღამეს აბანოში არხეინად ეძინა... აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც... მერე ჩაის სმა იწყებოდა... ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასო სამკაულები... ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა... რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი "ქალი და რძალი" გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია გატიტვლებულ ქალს".

 

​აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისის მოქეიფე ბოჰემისთვის. ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე.



წყარო: „ძველი თბილისური დასახლებანი“ . 1985 წ.

 

 

 

big_banner
არქივი