logo_geo
საექიმო და სანიტარული ნორმები ძველ თბილისში
- +

19 მარტი. 2020. 00:38

 

 

„ქუჩები ბინძური, ეზოები ნაგვითა და უწმინდურობით სავსე, ჰაერი გაჭუჭყიანებული, ადამიანის სიცოცხლის მომწამვლელი.” – ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე ახასიათებდნენ თბილისს, თითქმის, მე -19 საუკუნის ბოლომდე. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის თბილისი ჯერ კიდევ ტიპიური აზიური ქალაქი იყო.

 

1891 წელს  თბილისში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა. დაავადებამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ერთგვარი შემობრუნების წერტილი. საექიმო–სანიტარული მიზნებისათვის თბილისში გაცილებით დიდი თანხების ხარჯვა  დაიწყო.

 

1889 წელს  ქალაქის სამედიცინო სამსახურზე სულ 20 ათასი მანეთი დაიხარჯა მაშინ, როცა 1899 წლისათვის ეს თანხა უკვე 120 ათასს აჭარბებდა.  მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის თბილისში  უკვე 4 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. 1916 წლისათვის მათი რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. იმ დროისათვის საწოლების საერთო რაოდენობა თბილისში 800-ს აჭარბებდა.

 

საავადმყოფოები იყო როგორც ფასიანი, ასევე ისეთი, სადაც მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე ხდებოდა. 1915 წელს თბილისს სხვადასხვა სპეციალიზაციის 260 ექიმი ემსახურებოდა. იმ დროისათვის თბილისელთა კბილების ჯანმრთელობაზე 41 დანტისტი ზრუნავდა.

 

საავადმყოფოების უმეტესი ნაწილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო თავმოყრილი. მარჯვენა სანაპირო, ძირითადად, თანამედროვე პუშკინის, ბარათაშვილის და დადიანის ქუჩებით იყო წარმოდგენილი. აქვე ფუნქციონირებდა ამიერკავკასიის ოლღას სახელობის სამეანო ინსტიტუტიც.

 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამკურნალო დაწესებულებების რიცხვი თბილისში მკვეთრად გაიზარდა. 1940 წლის მონაცემებით, ამ დროისათვის თბილისში 28 საავადმყოფოს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა. 1913 წელთან შედარებით, მედპერსონალის რიცხვი თბილისში 2,5 ჯერ გაიზარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი