logo_geo
ჯვარით განმტკიცებული ძმობა - ლიქოკელები, კარატის ჯვარიონნი თუშეთში
- +

19 აპრილი. 2017. 01:33



ლიქოკელები. კარატის ჯვარიონნი თუშეთში. 1928 წ. სხედან: ახალათ გიორგი,(ხმლების მჭედელი), ჭრელიათ ბიძა, ძიკურათ ბაძია, ბიენათ ღერენა. დგანან: აძიათ ჩაჩაური, ხლუმათ მინდია - ბასხაჯაური (გადაგი), გაგათ გიგუა, ურჯუკათ აბია, ლომნით გიგია -ბასხაჯაური(ხუცესი - მეტსახელად „ჩოლაყა" - ქაქუცას პატივსაცემად შეარქვეს, მის შტამომავლებსაც პატარა ჩოლოყაებს ეძახიან) ( ათენგენობის დროს ხევსურეთიდან თუშეთში გადადიოდნენ ხახმატის (გიორგი ნაღვარმშვენიერი) და კარატის (კოპალა) ჯვარიონნი. ისინი მთელ თუშეთს მოივლიდნენ. თუშები ლუდითა და საკლავებით ხვდებოდნენ. ეს იყო უძველესი დროიდან ჯვარით განმტკიცებული ძმობა. ხევსურ ჯვარიონს წინასწარ ჰქონდა დადგენილი მოშრაობის მარშრუტი, სად გავლით შეზერებულიყო, და სად ღამე გაეთია. ამ წესს იგი არასოდეს გადაუხვევდა. ხევსური ხევისბერი ლუდის ნათაურით სოფელს დაამწყალობნებდა და საკლავს დაკლავდა. თუშების რწმენით ხევშური ხევისბრების ლოცვას მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე ადგილობრივი დეკანოზებისას. ხევსურ ჯვარიონს მიაგებებდნენ ისინი ავადმყოფს, თვალნაცემს თუ ავზნიანს ქვაბსაკლავით.ხევსურებსვე „გაანათვლინებდნენ" ახლად აშენებულ სახლს, ცხვრის ფარას, ცხენებს... დღეობის დასასრულს კარატის და ხახმატის ჯვარიონნი შეიყრებოდნენ ჯავახეს და თუშებთან ერთად აქ იმართებოდა დიდი დღეოდა.



 

 


 

big_banner
არქივი