logo_geo
ნათია სუხიაშვილი: ფირცხალავა ციხეში მოსამართლის თანდასწერებით იკითხებოდა და შეუძლოდ გახდა
- +

8 ივლისი. 2017. 00:03


დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კორტების საქმეზე" მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა, №9 ციხეში, სასამართლო გამოკითხვის დროსმ თითქოს გამომძიებლება სცემეს და შეუძლოდ გახდა.


როგორც „აიპრესთან" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.


„პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, რასაც საფუძლად დაედო ირაკლი მამალაძის განცხადება, რომლის თანახმად მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

 

გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის ჩატარების მიზნით პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას, თუმცა მან უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე. გამოკითხვაზე უარის მიღების შემდეგ, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ირაკლი ფირცხალავას სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე.

 

მოსამართლის მიერ გაიცა შესაბამისი განჩინება, რომლის მიხედვითაც ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა სასამართლოში უნდა მომხდარიყო, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე. მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაწყდა და 7 ივლისს, მისი დაკითხვის მიზნით, ზემოთხსენებულ დაწესებულებაში გამოცხადდა მოსამართლე, სხდომის მდივანი, პროკურორი და გამომძიებელი. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კვლავ ვერ მოხერხდა", - განაცხადა "აიპრესთან" ნათია სუხიაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი