logo_geo
გიორგი მღებრიშვილი ე.წ. ჩადებაზე: მოდად იქცა ეს ტერმინი
- +

9 ივლისი. 2017. 22:11



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაზე ისაუბრა:


„რაც შეეხება  ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, ეს არის განსასაზღვრი საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ჩვენ ვართ აღმასრულებელი და ჩვენ კანონის აღსრულებას ვეწევით. ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით ამ პროცესში. როგორ კანონსაც მიიღებს პარლამენტი, ჩვენ აღვასრულებთ", - განაცხადა შს მინისტრმა.


რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ხდება თუ არა დღეს პოლიციელების მხრიდან ე.წ. ჩადება, მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:


„მოდად იქცა ეს ტერმინი. ეს არის ერთგვარი ეფექტური საშუალება იმისა, რომ ამა თუ იმ კრიმინალმა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით დააბრალოს პოლიციელს, რომ თითქოს პოლიციელმა მას რაღაც ჩაუდო, ან ნარკოტიკი, ან იარაღი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ტენდენციასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი კომპონენტია იმ დიდი შემოტევის, რასაც ჰქვია ჩვენი სისტემის, შსს-ს დისკრედიტაცია.

 

სისტემაში მუშაობს დაახლოებით 40 000 თანამშრომელი. თეორიული შანსი, რა თამა უნდა, არსებობს, რომ ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ, თქვენ თუ გადახედავთ გენერალური ინსპექციის სტატისტიკას, მიხვდებით, რომ ჩვენ შეუწყნარებლები ვართ თითოეულ გადაცდომაზე ჩვენი თანამშრომლების მისამართით. არაერთი თანამშრომელი არის დასჯილი, არაერთი თანამშრომელი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ როგორც ადამიანის უფლებებს ვიცავთ, ასევე ვრეაგირებთ ყველა გადაცდომაზე ჩვენი თანამშრომლების მხრიდან. ერთეული შემთხვევებით არ შეიძლება მთელ სისტემას ჩირქი მოვცხოთ. და ერთეული გადაცდომებით არ შეიძლება, რომ შევაფასოთ მთელი სისტემის მუშაობა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.




 

big_banner
არქივი