logo_geo
პოლიციამ თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვა
- +

15 ივლისი. 2017. 00:21



პოლიციამ თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვა. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ.


14 წლის ნიკა და ლუკა ცანავების დაკარგვის შესახებ 112-ს ოჯახმა 13 ივლისს მიმართა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.






 

big_banner
არქივი