პოლიციამ თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვა. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ.
14 წლის ნიკა და ლუკა ცანავების დაკარგვის შესახებ 112-ს ოჯახმა 13 ივლისს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.