logo_geo
19 წლის მამიდაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს – ახალაია დუმილის უფლებას იყენებს
- +

19 ივლისი. 2017. 12:38



19 წლის ანა მხეიძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რობერტ ახალაიას უფლებებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.


როგორც „კვირას" ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა, იგი გარდაცვლილის ბიძაშვილს, რობერტ ახალაიას გუშინ საპატიმროში შეხვდა.


შევხვდი, მე მას ავუხსენი, რომ ამ ეტაპზე მის ინტერესებს დავიცავდი. მადლობა გადამიხადა. თუმცა, გამოძიების პროცესში თუ ოჯახის წევრებს სურვილი გაუჩნდებათ კერძო ადვოკატის აყვანის, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა და მე საქმეს ჩამოვცილდები", - აღნიშნა ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ.


ადვოკატის ინფორმაციით, რობერტ ახალაია დუმილის უფლებას იყენებს და ამ ეტაპზე, არაფერზე საუბრობს.


მისივე თქმით, რობერტ ახალაიას ბრალს დღის ბოლომდე წაუყენებენ.


ადვოკატის თქმით, მას ჯერჯერობით არც საქმის მასალები გადასცემია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს საქმეში გამოძიებას.


სამართალდამცველებმა უზნაძის ქუჩაზე, N 117-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 19 წლის ანა მხეიძე ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე, გარდაცვლილის ბიძაშვილი, 22 წლის რობერტ ახალაია დააკავეს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი