logo_geo
რობერტ ახალაია, შესაძლოა, დამნაშავე არც იყოს! - ახალი ვერსიები ანა ხელაძის მკვლელობის საქმეში...
- +

21 ივლისი. 2017. 00:19



ვრცელდება საზარელი მკვლელობის სხვადასხვა დეტალები, ერთ-ერთი ახალი ვერსიით, ვრცელდება ისიც, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რობერტ ახალაია, შესაძლოა საერთოდ არ აღმოჩნდეს დამნაშავე.


შესაძლოა, იგი საკუთარ თავზე იღებდეს მკვლელობას, თუმცა მისი მოტივი ჯერ კიდევ გაურკვეველი და ბურუსით მოცულია. შემზარავი მკვლელობის ირგვლივ არ წყდება სხვადასხვა ვერსიები.


შეგახსენებთ, რომ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ საზოგადოება და 19 წლის ანა ხელაძის ახლობლები შეძრა. სასტიკად მოკლული გოგონას მეგობრებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა.


დანაშაულის მოტივის შესახებ შს სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს. უწყებაში ოფიციალურად მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა შს. სამინისტრო ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს.

 

 

წყარო:tvm.ge



 

big_banner
არქივი