logo_geo
პოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვა!
- +

1 აგვისტო. 2017. 00:04



შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, დუღაშვილი ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება.


„პოლიციამ ბესიკ დუღაშვილი იპოვა! ცოცხალია..!" - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.


დაკარგულ კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს ორი დღე ეძებდნენ. ის გუშინ დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. წასვლამდე დუღაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს.









 

big_banner
არქივი