logo_geo
დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულის დნმ-ი დამნაშავეების ავტომობილში არ აღმოჩნდა
- +

3 აგვისტო. 2017. 17:10


ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ იუმორისტ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ზ. ქუთელია თავდამსხმელებთან ერთად ავტომობილში არ მჯდარა. ამის შესახებ „პირველს" ქუთელიას ინტერესების დამცველმა განუცხადა.


ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროდან მოსული პასუხით დასტურდება, რომ ზ. ქუთელია, დავით როსტომაშვილის ცემის მომენტამდე, რეალურ თავდამსხმელებთან ერთად, ავტომობილში არ მჯდარა, რადგან იქ არ აღმოჩნდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ-ი და სუნი.


„ახლა ველოდებით ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის პასუხს, რომელიც პიროვნებების სახის იდენტიფიცირებას მოახდენს. ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი ჩვენს სასარგებლოდ მოვა და საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ზ. ქუთელიას დავით როსტომაშვილის ცემაში მონაწილეობა არ მიუღია", - განუცხადა "პირველს" ბრალდებულის ინტერესების დამცველმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი