logo_geo
GEM Fest-ის ტერიტორიაზე დაკავებული ცოლ-ქმრის ჩხრეკისას პოლიციამ აბები ამოიღო
- +

8 აგვისტო. 2017. 00:56


ანაკლიაში, GEM Fest-ის ტერიტორიაზე შესაძლო ნარკოდანაშაულისთვის ირანელი ცოლ-ქმარი დააკავეს. პოლიციამ ქალი გაათავისუფლა, ხოლო მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანა.


როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა „მოამბის" ჟურნალისტს პირად საუბარში განუცხადა, მამაკაცის ჩხრეკისას და დაკავების ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს აბები, რომლის შემცველობასაც ექსპერტი სწავლობს.


დაკავების პროცედურა რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა. ისინი ჩხრეკის პროცესზე დასწრებას უშედეგოდ ითხოვდნენ.


პოლიცია მოქალაქეებს უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მისვლას უკრძალავდა იმ მოტივით, რომ ნივთმტკიცებები, შესაძლოა, განადგურებულიყო.


 

big_banner
არქივი