logo_geo
დაიწყება თუ არა გამოძიება პაატა ბურჭულაძის ფონდის ფინანსურ მაქინაციებზე - აფბა-მ პროკურატურას სარჩელით მიმართა
- +

14 სექტემბერი. 2017. 17:32



ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრია გვიდიანმა მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.  გვიდიანი საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვს,  პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში" არსებულ ფინანსურ დარღვევებზე, რომელზეც PosTV-იმ საგამოძიებო ფილმი მოამზადა, გამოძიება დაიწყოს. როგორც ასოციაციის წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი აცხადებს, უნდა გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას" და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროა, პროკურატურის მხრიდან ჩატარდეს სწრაფი, ობიექტური, ეფექტური გამოძიება ფონდ „იავნანასა" და მის ხელმძღვანელ პაატა ბურჭულაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობასთან, თანხების მითვისებასა და გაფლანგვასთან დაკავშირებით, მივმართავ პროკურატურას, რომ გამოიძიონ ეს საკითხი", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.


შეგახსენებთ, რომ PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ პაატა ბურჭულაძე და ფონდი „იავნანა" საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხილა.


საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის „იავნანა" შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.


საგამოძიებო ფილმში, ექსპერიმენტურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; ფილმიდან ირკვევა, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ" ჯამში, სულ რაღაც 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი - 1 760 000 ლარი გასცა.




 

big_banner
არქივი