logo_geo
თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
- +

29 სექტემბერი. 2017. 11:32



თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


ბრალდების მიხედვით, მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წართმევა სცადეს.


დაზარალებულმა მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს.


დაზარალებულმა დაკავებულები ამოიცნო.









 

big_banner
არქივი