logo_geo
თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
- +

4 ოქტომბერი. 2017. 14:27


თბილისში, 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოძალადე პოლიციამ 21 სექტემბერს დააკავა.


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დამატებით ინფორმაციას შსს არ ავრცელებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი