logo_geo
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 11:33


 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით,  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო - საავტომობილოს" გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე  871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული  ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების   საერთო საბაჟო ღირებულება  61 171 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.




 

big_banner
არქივი