logo_geo
ირაკლი მამალაძე: „ციანიდის პარტია“ წაგებულია
- +

14 ოქტომბერი. 2017. 18:52



ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე ტარას შავშიშვილს და სოსო ოხანაშვილს მიმართავს.


„გუშინ ტატო შავშიშვილის, იგივე (ტარასას), კომენტარი მოვისმინე „იბერიაზე" სადაც ჩემი სახელი ახსენა. დღეს კი მე მინდა, კატეგორიულად გავაფრთხილო, თუ მას და მის მეგობარს, სოსო ოხანაშვილს, ჯერ კიდევ შესწევთ ანალიზის უნარი, უპირობოდ აღიარონ მარცხი და გაქრნენ რადარებიდან!!! მათი სისხლიანი შეთქმულება ჩავარდა, ციანიდის პარტია წაგებულია. ახლა იფიქრონ იმ მღვდელმთავარზე, რომელიც თავიანთი უგუნურებით მიწაზე დაანარცხეს. ტატო, იცი, რომელ მღვდელმთავარზეც გესაუბრები?? შენთვის, ოხანაშვილისთვის და დეკანოზისთვის რომ დელეგირებული იყო... ვიმეორებ, დელეგირებულია, ეს შენი სიტყვებია, ასე რომ, დაფიქრდი და გაიხსენე, კიდევ რა შეიძლება გაიგოს საზოგადოებამ!!!" - აცხადებს მამალაძე.

 


 

big_banner
არქივი