logo_geo
გიორგი გახარია ბათუმში გაემგზავრა
- +

24 ნოემბერი. 2017. 23:48



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს.


ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.









 

big_banner
არქივი