logo_geo
გიორგი გახარია: გამოძიება იქნება ობიექტური და მკაცრი!
- +

25 ნოემბერი. 2017. 02:51



ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება.

„სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაცია მაქვს შემდეგი - გარდაცვლილია 11 ადამიანი. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მიმდინარეობს ყველა სართულზე ყველა ნომრის დათვალიერება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძრის მიზეზების დასადგენად უკვე დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ობიექტური და მკაცრი გამოძიება, რამეთუ, იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რაც იყო ძირითადი რისკის შემცველი და სავარაუდოდ, ძირითადი მიზეზი იმ დანაკლისის, რომელიც ჩვენ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი შეუსაბამობები უსაფრთხოების იმ ნორმებთან, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა, უაღრესად მძიმე დარღვევაა და შესაბამისად, კანონდამრღვევი მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ვინ არიან გარდაცვლილები და დაზარალებულები - ეს ინფორმაცია ახლა დგინდება. ამასაც დაჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, პირველადი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და არა მხოლოდ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.











 

big_banner
არქივი