logo_geo
უმარ იდიგოვი: დამიკავშირდნენ ახმედ ჩატაევის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ მას უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა
- +

27 ნოემბერი. 2017. 17:27



„დაახლოებით 2 თვის წინ მომმართეს ახმედ ჩატაევის წარმომადგენლებმა და მითხრეს, რომ მას უნდა საქართველოში ჩამოსვლა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ჩატაევს შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა.


„ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას. მე მომმართეს მისმა წარმომადგენლებმა, დაახლოებით 2 თვის წინ და მითხრეს, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არ არის-თქო. ადამიანი საერთაშორისო ძებნილია ინტერპოლით და საქართველო ჩეჩნების გამო ბეწვის ხიდზეა ისედაც. ამიტომ შევუთვალე, რომ აქ ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა", - განაცხადა იდიგოვმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი