logo_geo
მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ჰყვება
- +

4 დეკემბერი. 2017. 13:51



ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ჰყვება.


აღნიშნულ მოზარდს „ინტერპრესნიუსი" ესაუბრა. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფის გამო დაიწყო, რომელიც პლასტმასის ტყვიებს ისვრის. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა, რამაც პირველი დაპირისპირება წარმოშვა.


„საპირფარეშოში დაწყებულმა დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. ხორავას ქუჩაზე გადანაცვლებისა და საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტი ამოიწურა და ბავშვები შერიგდნენ, თუმცა შემდეგ უკვე ახალი დაპირისპირება წარმოიშვა ერთ-ერთი ბავშვის გამო, რომელიც ინციდენტში მონაწილე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო", - აღნიშნა შემთხვევის თვითმხილველმა მოზარდმა.


როგორც ცნობილია, აღნიშნულ დაპირისპირებას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი