logo_geo
ლია მუხაშავრია: ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი იმიტომ დააკავა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გადმოსცენ გასამართლებისთვის
- +

5 დეკემბერი. 2017. 14:43


 

„მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი ექსტრადირების მოთხოვნისას დაბრკოლებას არ წარმოადგენს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იურისტმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა. მისი თქმით, წინა შემთხვევაში უკრაინის მიერ ექსტრადირებაზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა.


„წინა უარი განპირობებული იყო იმით, რომ სააკაშვილს ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა. ეს მას ახლა აღარ აქვს. შესაბამისად, პროკურატურას მოქალაქეობა აღარ აბრკოლებს, რომ მოითხოვოს ექსტრადირება. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი იმიტომ დააკავა, რომ გადმოსცენ ჩვენს ხელისუფლებას გასამართლებისთვის. ეს არის ერთდროულად პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება არის პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან მას მოქალაქეობა არ აქვს და სამართლებრივი, რამდენადაც ექსტრადიცია სწორედ სამართლებრივი საკითხია", - განაცხადა მუხაშავრიამ.


რაც შეეხება პროცედურებს, იურისტის განმარტებით, საქართველოს პროკურატურას უკრაინისთვის მიმართვა აღარ სჭირდება.


„ახლა ალბათ უკვე შევსებულია ყველა ის ხარვეზი, რის გამოც უარი იყო. სავარაუდოდ, ახლა უკვე ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მისი გადმოცემა მოხდეს. ალბათ ამას უნდა განეპირობებინა ისიც, რომ ახლა სააკაშვილი დააკავეს", - განაცხადა იურისტმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი