logo_geo
სამართალდამცავებმა „ქართული მარშის“ სამი წევრი დააკავეს
- +

11 დეკემბერი. 2017. 11:38



„კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „ქართული მარშის" სამი წევრი დააკავეს. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა 9 დეკემბერს, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.


ვლადიმერ სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


ჩატარებული ალკოტესტის მიხედვით, ანზორ ფორჩხიძეს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, ხოლო ირაკლი დოლენჯაშვილმა და ვლადიმერ სადღობელაშვილმა ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.


საქალაქო სასამართლომ დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამე პატიმრობა შეუფარდა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი