logo_geo
რომელი დარღვევების გამო ჩამოაკლდება მართვის მოწმობას ყველაზე მაღალი ქულა
- +

17 დეკემბერი. 2016. 12:00


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ შსს-ს 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.


საგზაო მოძრაობის მიმართულებით სიახლე იქნება ის, რომ მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება, ანუ რეალურ დროში გადავა ქუჩაში. ამისთვის ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ქულების მინიჭებას კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მდიდარი და ღარიბი გათანაბრდეს და ჯარიმაში არ გამოიხატებოდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება კანონის დამრღვევთა მიმართ. ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


მისივე თქმით, უწყების მიზანია, ასევე, საგზაო წესების დარღვევაზე პატრული აღარ მოცდეს და მისი საქმიანობა, მთლიანად თუ არა, 80% იყოს დანაშაულის პრევენცია.


ჩვენი მიზანია, რომ საპატრულო პოლიციამ უფრო მეტად იმუშაოს დანაშაულის პრევენციაზე, ვიდრე ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა წითელ შუქზე გავლა ან სიჩქარის გადაჭარბება. ამ ყველაფერს გააკეთებს .. ჭკვიანი კამერები, რომელიც აღჭურვილი იქნება ანალიტიკური პროგრამით, მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობით. სწორედ ეს სისტემა დააფიქსირებს ავტომატურად დარღვევებს, მათ შორის წითელ შუქზე გავლას, სიჩქარის გადაჭარბებას, ღერძულა ხაზის გადაკვეთას და ამავე დროს ავტომატურად გამოწერს ჯარიმას. რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, იმის გამო, რომ გარკვეულწილად პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტის განხილვები შენელდა და პროცესი წინ არ წავიდა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მის ალტერნატივებზე მუშაობა და ალტერნატივა არის მთელი ქალაქის მასშტაბით ასეთი ჭკვიანი კამერებით საგზაო მოძრაობის გაკონტროლება. უკანტაქტო პატრულის სისტემას აზრი არ დაუკარგავს და თუ პარლამენტი გაიზიარებს ამ სისტემას, ჩვენ დავნერგავთ, მაგრამ იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება პარლამენტში მსჯელობა, ჩვენ მაინც დაგვრჩება ეფექტური მექანიზმი ამ მიმართულებით", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 


 

big_banner
არქივი