logo_geo
პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:51


2016 წლის 19 დეკემბერს, შს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ „112"-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას"  ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე  შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი.

 

ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

big_banner
არქივი