logo_geo
ნიკო ფიროსმანის ნახატი შესაძლოა მფლობელს დაუბრუნდეს
- +

16 იანვარი. 2018. 13:50



პროკურატურამ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი საქმე ნიკო ფიროსმანის ფერწერულ ნამუშევარს "ბატკანს" ეხება, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებით 2012 წელს გადაეცა.


კერძოდ, 2012 წლის ივნისში მზია შალვაშვილი სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით, 2008-2009 წლებში, მზია შალვაშვილმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ქვითარი, რომლითაც თითქოს დასტურდებოდა, რომ მოქალაქემ შალვაშვილის ანტიკვარიატის მაღაზიაში ნიკო ფიროსმანის ნახატი "ბატკანი" იყიდა.


მას სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა დღეს მთავარმა პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯოს, რადგან საქმის ხელახალი შესწავლის შემდეგ ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. ამ მტკიცებულებებით კი მზია შალვაშვილის უდანაშაულობა იკვეთება.


პროკურატურა საქმის ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზია შალვაშვილს ნიკო ფიროსმანის ნახატი "ბატკანი" უკან დაუბრუნდება.









 

big_banner
არქივი