logo_geo
თბილისში წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს
- +

18 იანვარი. 2018. 10:44



თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები კიდურებზე აღენიშნება. დაჭრილს წუხელვე ჩაუტარდა ოპერაცია. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანარჩენ ორ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.


მათივე განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.


მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი