logo_geo
„დოდოს ყვირილის ხმა ისმოდა... დახმარებას ითხოვდა“ - რას ჰყვებიან მეზობლები თავდასხმის შესახებ
- +

7 თებერვალი. 2018. 13:19

 


რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილი შვილთან ერთად საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია და ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.


მეზობლების ინფორმაციით, ადგილზე ისმოდა ყვირილის ხმა, როდესაც დოდო გუგეშაშვილი ითხოვდა დახმარებას. მათივე თქმით, გასროლის ხმა არ გაუგიათ.

 

„ნოდარი ადრე ფოტოგრაფი იყო, მერე ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდა. ბოლო პერიოდში, არ ვიცი, რას საქმიანობდა. თავად დოდო კი სამი დღის წინ ვნახე", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.










 

big_banner
არქივი