logo_geo
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი: ყაჩაღობას გამოვრიცხავ
- +

7 თებერვალი. 2018. 14:04



დოდო გუგეშაშვილის მეგობარი კაკო ვაშაკიძე ყაჩაღობას გამორიცხავს. მისი თქმით, ოჯახი არ ცხოვრობდა შეძლებულად, შესაბამისად, ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.


რაც შეეხება იმას, თუ სად საქმიანობდა დოდო გუგეშაშვილის შვილი, რომელიც შემთხვევის შედეგად მოკლეს, კაკო ვაშაკიძის თქმით, ნოდარ გუგეშაშვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა.

 

„მე და დოდო გუგეშაშვილი თანამებრძოლები ვიყავით. რაც შეეხება მის შვილს, ვიცნობდი, თუმცა იშვიათი კონტაქტი მქონდა. ყაჩაღობის ვერსიას გამოვრიცხავ, რადგანაც არ იყო შეძლებული ოჯახი, ფულს ხან ვის ესესხებოდნენ, ხან ვის", - განაცხადა კაკო ვაშაკიძემ.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი