logo_geo
სალომე ჩარკვიანმა მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება
- +

22 დეკემბერი. 2016. 00:32


 


თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ცენტრ-პოინტის" საქმის ბათუმის „მაგნოლიის" ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს საქმეზე მსჯავრდებულმა სალომე ჩარკვიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა.


სალომე ჩარკვიანმა განაცხადა, რომ იმ დოკუმენტებზე, რომლებზეც ფიქსირდება მისი ხელმოწერა, რის საშუალებითაც სხვადასხვა თანხებია გატანილი სალაროდან, მაია რჩეულიშვილის დავალებით აწერდა ხელს.


ჩარკვიანის განმარტებით, მას ზუსტად არ ახსოვს, თუმცა, უმეტესად, ის არ კითხულობდა იმ დოკუმენტაციას, რაზეც ხელს აწერდა.


პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სალაროდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის თანხებია გატანილი - ერთ შემთხვევაში, სესხის სახით გაცემულია 2 მილიონ ლარზე მეტი.


მოწმეს კითხვა ხელმოწერებთან დაკავშირებით ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმაც დაუსვა, რაზეც სალომე ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან წავიდა, მისი ფაქსიმილეს მეშვეობით, გატანილია ასევე თანხები, თუმცა რა გზით, მისთვის უცნობია.


 

big_banner
არქივი