logo_geo
ლუბა ელიაშვილი: არ შეიძლება, ამ თემაზე აღელვების გარეშე ვისაუბრო
- +

20 თებერვალი. 2018. 12:57



ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრც" ვახო ხუზმიაშვილთან ერთად 14 წლის წინ ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფზე" თავდასხმის დღე გაიხსენა.


„არ შეიძლება, ამ თემაზე აღელვების გარეშე ვისაუბრო. 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებს უმძიმესად ვიხსენებ, რადგან დღევანდელ დღესავით მახსოვს ის დილა, თან ისე კარგად იმიტომ ჩამრჩა გონებაში, რომ ჩემი დის დაბადების დღე არის 19 თებერვალი. ნაცვლად იმისა, რომ დილას გახარებული ვყოფილიყავი, ჩემმა მეგობარმა ნატომ დამირეკა და მითხრა, „ომეგას" ყველა ობიექტზე ჯარი შევიდაო, ჩაკეტილია „იბერიაო". ორივე ერთად სასწრაფოდ წამოვედით ტელევიზიაში. რომ შემოვედით ,სასწაული იყო ის, რომ გამომძიებელს, რომელიც მოსული იყო ვითომდა სასამართლოსგან ოფიციალური ნებართვით და რომ ჩავხედეთ ფურცელს და ვკითხეთ - რატომ მოხვედით, რა მიზეზით? - მითხრეს, რომ ისინი ტელეკომპანიაში არ შემოსულან, არამედ, „ომეგას" ერთ-ერთ ობიექტზე შევიდნენ. რა მისამართზე შემოხვედით-მეთქი? - ვკითხე, არსად არ ეწერა ჩუბინაშვილის 41. აღმოჩნდა, რომ ისინი რეალურად იყვნენ ყაჩაღები, რომლებიც შემოვარდნენ ტერიტორიაზე ყოველგვარი ოფიციალური ნებართვის გარეშე. ჩვენს დაცვას მაშინ მათთვის რომ ესროლა, იქნებოდა უფრო მართალი, ვიდრე ისინი, მადლობა უფალს, არ შეშინებიათ ბიჭებს, თავიდან მართლა ყაჩაღები ეგონათ, როგორც გავიგე.

შემდეგ წავედით დიღომში, „ომეგას" ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც „იბერიას" ახალი ტექნიკა იყო. როდესაც ოპერატორები შევიდნენ, დავინახეთ მიწაზე დაყრილი ადამიანები. ასეთი რამე მხოლოდ ფილმებში გვინახავს, თითქოს ფაშისტები იყვნენ. თუმცა, ეს შემდეგ სხვა ტელევიზიაშიც ვნახეთ. ჩხუბი ამაზეც ატყდა, რომ მაქვს გადაღების უფლება, რადგან გადაღებას საკუთარი მფლობელი არ მიკრძალავს. ირაკლიც (ბათიაშვილი) იქ იყო, ჩემთვის მისი იქ ყოფნა ძალიან დიდი იმედი იყო. ოპერატორს სულ ვეჩხუბებოდი, - ჩართე კამერა-მეთქი და ისიც იღებდა პირდაპირ ეთერში, სწორედ ამ მიმართულმა კამერებმა მოუღო ბოლო იმ ხელისუფლებას", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი