logo_geo
ირაკლი ოქრუაშვილი: ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ისინი რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი
- +

26 თებერვალი. 2018. 16:52



„ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ისინი რას აკეთებდნენ და წარმოადგენდნენ, არ ვიცოდი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


„დაისვა კითხვები, ვფლობდი თუ არა ინფორმაციის იარაღის უკანონოდ ჩადებასთან დაკავშირებით, მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომლითაც ვინმეს დანაშაულს დავადასტურებდი და ვინმეს დანაშაულს გავამართლებდი? დღეს მე ორივე მხარეს მოლოდინი გავუცრუე.  როგორც ჩანს, ორივე მხარე მელოდებოდა იმისთვის, რომ ერთის დანაშაული მემტკიცებინა და მეორის - უდანაშაულობა. ჩემთვის გაუგებარი იყო ბევრი კითხვა, რომელიც აქ იყო დასმული.  ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა ეს დანაშაული, მაგრამ ამ პერიოდში შსს-ში  40 000 ადამიანის დანაშაულზე იყო შეტყობინება შემოსული. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე 40 000-ვე ადამიანის საქციელზე პასუხს ვაგებდი. ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ისინი რას აკეთებდნენ და წარმოადგენდნენ, არ ვიცოდი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


კითხვაზე, ნახა თუ არა ვიდეოჩანაწერი რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს, რომ მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტები აქვს ნანახი. 

 

„ვიდეოჩანაწერი არ მინახავს, მე ვნახე ის სატელევიზიო სიუჟეტები, რაც იყო ტელევიზიაში. ჩემი მიმართულებით ბევრი ბრალდება გაისმა. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ მათ ჩემი სახელის და გვარის ხსენება ანუგეშებთ, მაშინ არაა პრობლემა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





 

big_banner
არქივი