logo_geo
„ხელისუფლება ყველა ღონისძიებას ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას გადმოსვენებული“
- +

27 თებერვალი. 2018. 01:26


 

„შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის მამას საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.


„გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს. გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებას ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას საქართველოში გადმოსვენებული", - აცხადებენ შსს-ში.




 

big_banner
არქივი