logo_geo
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გოგი ხატოევის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
- +

12 მარტი. 2018. 14:34



ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და მათ შორის გარკვეული დაპირისპირება 2007 წლიდან არსებობდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი 2007 წელს მკვლელობაში ბრალდებულის, ვ.წ-ს ოჯახში შეიჭრა და დააყაჩაღა. ყაჩაღობის გამო ვ.წ.-ს დედამ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა.


ასევე ცნობილი გახდა, რომ 2007 წელს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მოკლული ვ.წ-ზე სისტემატურად ზეწოლას ახორციელებდა და არეკეტებდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ წარსულში მომხდარი ეს ფაქტები გახდა მკვლელობის მოტივი.


ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი 11 მარტს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული1975 წელს დაბადებული ვ.წ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი