მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში, პოლიციელი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს საკუთარი იარაღი გაუვარდა და მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც „კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.