logo_geo
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პროფესორი“ დააკავეს
- +

20 მარტი. 2018. 15:46



კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი გიგა პეტრიაშვილი („პროფესორი") დააკავა და თურქეთში გააძევა.


მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქე, 26 წლის გიგა პეტრიაშვილი 2017 წლის სექტემბერშიც დააკავეს და თურქეთში გააძევეს.


„მიმდინარე წლის ბოლოს მან უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტით შემოსვლა შეძლო. უკრაინაში „პროფესორი" გავლენის სფეროების გადანაწილებით იყო დაკავებული", - განაცხადა კიევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.


სამართალდამცველებმა პეტრიაშვილი ისევ თურქეთში გააძევეს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი