logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: არ არსებობს დღეს არც ერთი დანაშაული, რომელსაც შეიძლება სახელმწიფომ ხელი დააფაროს
- +

24 დეკემბერი. 2016. 21:39



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისჯება. აქვე, მან დასძინა, რომ არ არსებობს დღეს დანაშაული, რომელსაც სახელმწიფო ხელს დააფარებს.

 

„გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე იქნება შესაბამისად დასჯილი, არ არსებობს დღეს არც ერთი დანაშაული, რომელსაც ხელი შეიძლება დააფაროს სახელმწიფომ და ყველა დანაშაულზე იქნება შესაბამისი შეფასება და რეაგირება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.


 

big_banner
არქივი