logo_geo
სუს-ი: სოფელ აძვიდან ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
- +

22 მარტი. 2018. 17:07



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ აძვიდან ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს.


უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.


როგორც პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, სალოცავი სოფლის ტერიტორიაზე, სასაფლაოსთან მდებარეობს და ისინი აქ სალოცავად ხშირად დადიან.


მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ გატაცებულებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა, დავით გერკეულმა და ივანე გუნდიშვილმა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთეს.


რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი დღეს გაიტაცეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი