logo_geo
მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული - ვინ არიან დაკავებული ქართველები?
- +

24 მარტი. 2018. 18:34


ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული.


ამის შესახებ შშს-ში გაამრთულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.


„პრაიმტაიმისთვის" დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლების ვინაობა გახდა ცნობილი. ისინი ბექა, მალხაზ და ოთარ ბოლქვაძეები, ასევე ლევან ჯოხაძე არიან. ბექა ბოლქვაძის გარდა, სამივე წარსულში სხვადასხვა ბრალდებითაა ნასამართლევი. მალხაზ და ოთარ ბოლქვაძეები ძმები არიან, ბექა მათი ბიძაშვილია.


გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

 

ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადეს შსს-ში.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი