logo_geo
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს
- +

27 მარტი. 2018. 12:48



ესპანეთის ქალაქ ოვიედოში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს.

ბრალდებულები ოვიედოში და კანტაბრიის რეგიონის სხვა ქალაქებში სახლების გაძარცვით იყვნენ დაკავებულები.


პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრძანებებს ისინი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისგან იღებდნენ.


დაკავებულების მანქანაში სამართალდამცველებმა ქალაქ სანტანდერში გაძარცვული სახლიდან წაღებული ნივთები და ე.წ. ატმიჩკები აღმოაჩინეს.


საერთო ჯამში პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს 10 სახლის გაძარცვას ედავება.




 

big_banner
არქივი