logo_geo
თურქეთში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად „გია კუტაისკი“ მოკლეს
- +

9 აპრილი. 2018. 15:59

 

თურქეთში 59 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად „გია კუტაისკი“ მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, მისი თანხლები პირი ფეხშია დაჭრილი. წინასწარი ვერსიით, მკვლელობა გაიოზ ზვიადაძესა და ე.წ. „კანონიერ ქურდ“ ნოდარ ასოიანს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება როსტოვის ოლქში გავლენათა სფეროების მოპოვების მიზნით.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი