logo_geo
ზემო ვეძისში ოთხი ადამიანი დაჭრეს
- +

10 აპრილი. 2018. 21:42

 

 

თბილისში, ზემო ვეძისში ოთხი ადამიანი დაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

 

გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

 

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

big_banner
არქივი