logo_geo
ვეძისში გუშინ 4 ადამიანი დაჭრეს
- +

11 აპრილი. 2018. 11:35

 

ვეძისში გუშინ ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი მორაგბე, ლაშა საჯაია. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

ვეძისში მცხოვრებლების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი სავარაუდო დამნაშავე გაქცეული, 4 პირი კი დაჭრილი დახვდათ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ. ღ., 1996 წელს დაბადებული ლ. ს., 1993 წელს დაბადებული გ. ს. და 1996 წელს დაბადებული გ. ხ.

 

„ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი