logo_geo
N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო
- +

12 აპრილი. 2018. 23:13

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნებისთვის სპეციალური სივრცე შეიქმნა. ერთსართულიან შენობაში ერთი ადმინისტრაციისა და 4 სასტუმრო ნომერი მოეწყო.

 

აღსანიშნავია რომ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნების ოთახები ამ დრომდე არ არსებობდა და ამიერიდან მსჯავრდებულები/ბრალდებულები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპეციალური სივრცით ისარგებლებენ.

 

გრძელვადიანი პაემნის თითოეულ ნომერს საკუთარი იზოლირებული აივანი აქვს. ოთახები აღჭურვილია საჭირო ავეჯით და ტექნიკით. ოთახებში დამონტაჟებულია გათბობის და გაგრილების სისტემა. საცხოვრებელ სივრცეში სამზარეულო, სველი წერტილი და საძინებელია განთავსებული. გრძელვადიანი პაემნის ოთახის საერთო ფართი 25 მეტრკვადრატს შეადგენს. გრძელვადიანი პაემნის ოთახები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

 

N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გრძელვადიანი პაემნებისთვის 300 მეტრკვადრატამდე ფართი გამოიყო. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და უკვე დასრულებულია.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭირო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

 

big_banner
არქივი