logo_geo
„გარდაცვლილის ბავშვები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ...“ - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- +

13 აპრილი. 2018. 21:36

 

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მისი თქმით, გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

„თავდაპირველად შეტყობინება შემოვიდა სუიციდის ფაქტზე, თუმცა ადგილზე მოსულმა ჯგუფმა დააფიქსირა გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები. გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ბავშვები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. დამნაშავის სავარაუდო ვინაობა დადგენილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა და ჩატარდება ყველა საჭირო პროცედურა. ადგილზე ასევე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები“, – განაცხადა თეიმურად კუპატაძემ.

 

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ გარდაცვლილის მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედასთან შერიგებას ითხოვდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილ ცოლს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი