logo_geo
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია
- +

14 აპრილი. 2018. 16:43

 

 

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის ბებიის მერი გობაძის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია.

 

„ეგ ციხიდან გამოსაშვები იყო?! როგორ იკადრა, ბავშვებს თვალწინ დედა მოუკლა. ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს შვილს მოსვენებას არ აძლევდა. სცემდა, რის გამოც ჩემი შვილი გაშორდა და მას ემუქრებოდა, შვილს მოგიკლავო. ერთხელ ბათუმში ისე სცემა, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები? ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს. როგორც ჩემი შვილისგან ვიცი, პოლიციელი იყო წარსულში, ზუსტად რა თანამდებობა ჰქონდა, არ ვიცი", - განაცხადა მერი გობაძემ.

 

 

big_banner
არქივი