logo_geo
ვახტანგ გომელაური: შეიძლება, პარლამენტში ჩემი მოხსენებით ზოგი კმაყოფილი დარჩა, ზოგი უკმაყოფილო...
- +

18 აპრილი. 2018. 21:00

 

 

„შეიძლება, პარლამენტში ჩემი მოხსენებით ზოგი კმაყოფილი დარჩა, ზოგი უკმაყოფილო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, რომელმაც პარლამენტს დღეს წლიური ანგარიში წარუდგინა.

 

გომელაურის თქმით, მაქსიმალურად შეეცადა, რომ ინფორმაცია გახსნილი ყოფილიყო და დეპუტატებისთვის ინფორმაცია დახურულ ფორმატში მაქსიმალურად მიეწოდებინა.

 

„პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიაა. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და განთავსებულია რუსეთის ჯარები, რაც ჩვენთვის პირველი საფრთხეა. კიდევ სხვა საფრთხეებია, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. დახურულ ფორმატში ვისაუბრე. რაც შეეხება ტატუნაშვილის თემას, ჩვენთვის ეს უმძიმესია. ყველასთვის ტრაგედია იყო. ყველაფერს ვაკეთებთ დავადგინოთ, ვისი მხრიდან მოხდა, ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში და ა.შ. გამოძიება მიმდინარეობს და ეს ადამიანები ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას დაემატებიან“, – აღნიშნა გომელაურმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსულ პროპაგანდასა და მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე საუბრისგან საჯაროდ თავი შეიკავა.

 

„ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რისი თქმის უფლებაც მქონდა, დეპუტატებს მოვახსენე.  ეს საიდუმლო ინფორმაციაა, ისეთ რაღაცას მეკითხებით, რაზეც ვერ ვისაუბრებ. ბარემ, შემიძლია რუსულ სპეცსამსახურებს დავურეკო და მოვახსენებ, ასე ვმუშაობ და თქვენს საწინააღმდეგო გააკეთეთ“, – აღნიშნა გომელაურმა.

big_banner
არქივი