logo_geo
„გირჩის“ ოფისთან ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს
- +

2 მაისი. 2018. 19:21

 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს. მასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს პარტიის მხარდამჭერი ნიკა ობოლაძეც.

 

„გირჩის“ Facebook-გვერდზე წერია, რომ ობოლაძე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებსაც სამოქალაქო ფორმა ეცვათ.

 

„გირჩის“ ცნობით, ნიკა ობოლაძეს ხელში ქოთანი ეჭირა, რომელშიც მარიხუანაა დარგული. პოლიციის განყოფილებაში კი სხვას არავის უშვებენ.

 

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ისინი საქმის დეტალებს არკვევენ. ინფორმაციის მიღებისთანავე, imedinews შსს-ს კომენტარს მოგაწვდით.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი